воскресенье, 15 мая 2016 г.

                          დ ღ ე  მე-9
დღევანდელი ტრენინგიც საინტერესო და შინაარსიანი იყო,მსმენელებმა წარვადგინეთ პროექტის პრეზენტაციები  და მოვახდინეთ მათი შეფასება, ერთმანეთის ნაშრომებში შევიტანეთ ცვლილებები საჭიროებიდან გამომდინარე..ამ მოდულმა გამზარდა პროფესიული თვალსაზრისით., გამიჩინა სურვილი მოსწავლეებთან ვიმუშაო ამ კუთხით.
                     



                 დღეს პრიორიტეტი ენიჭება ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო პროცესში, ამიტომაც გამოვთქვი სურვილი გამევლო  ამ მიმართულებით ტრენინგი, მიუხედავად იმისა, რომ გავლილი მქონდა ტექნოლოგიების ტრენინგის მე-2 დონე, მაინც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, შევძლებდი კი უფრო რთული ტექნოლოგიური მოქმედებების შესრულებას, მაგრამ  გვანცას გულისხმიერებითა და ძალისხმევით, მიზანს მივაღწიე.. მადლობა გვანცა, თქვენ არა მართო გამორჩეული პიროვნება ხართ, არამედ თქვენის საქმის საუკეთესო პროფესიონალი,  ჩემი ცხოვრება, რომ თავიდან დაიწყებოდეს დიდი სიამოვნებით ვისურვებდი რომ თქვენი  მოსწავლე ვყოფილიყავი.., მადლობა ყველაფრისთვის!..

четверг, 12 мая 2016 г.

                                                      დღე    მე-8
ტრენინგის დღევანდელი დღე დაიწყო საშინაო დავალებების განხილვით, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები.. ჩავალაგეთ თემატურად საქაღალდე.
დღევანდელი ტრენინგის თემა იყო ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, რაც მოსწავლეებს გაუადვილებს მუშაობის პროცესს, ვისწავლე ბლოგზე მასალების მიბმა, ასე რომ, ტრენინგი საინტერესო, შინაარსიანი და ბევრის მომცველი იყო..
                                                                  მადლობა, გვანცა!..

понедельник, 9 мая 2016 г.

                                                დ ღ ე     მე-7
 დღეს შევისწავლე  დაგეგმვა დიფერენციალური სწავლების მიზნით, გავიაზრე, რომ მოსწავლეთა წარმატებისათვის აუცილებელია დავაგინოთ მათი ინივიდუალური საჭიროებანი, იმისდა მიხედვით, თუ რომელ მოსწავლეს რომელი ინტელექტუალური უნარი აქვს განვითარებული,  ვის როგორი დასწავლის  უნარი აქვს(სმენითი, მხედველობითი). დავალებებს თუ მოვამზადებთ მოსწავლეთა ინტელექტისა და ინტერესების შესაბამისად და მივცემთ მათ არჩევნის შესაძლებლობას,  ანუ  როგორც შეუძლიათ ისე შეასრულონ დავალება წარმატება გარდაუვალია, გამოვიყენე გარნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ბლუმის ცოდნის დონეთა ტაქსონომია.

воскресенье, 8 мая 2016 г.

                                                  დღე მე-6
შევაფასე უკუკავშირის მეშვეობით მოსწავლეთა ნამუშევრები, გავერკვიე რამდენად აქვს მოსწავლეებს განვითარებული ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ - ჩვევები, როგორ უნდა შევაფასო მოსწავლეები,ისინი ავტომატურად უნდა ჩავრთო შეფასების პროცესში.  გაგანვიხილე რამდენად შეესაბამებოდა შინაარსი პროექტის მონახაზს, რამდენად იყო ენობრივად გამართული ნამუშევრები. 

суббота, 7 мая 2016 г.

დღე მე-5

გამორჩეულად საინტერესო იყო ეს დღე, რადგან მოვირგე მოსწავლის როლი,აღმოჩნდა, რომ როგორც მეგონა ისე ადვილი,  არ ყოფილა სხვისი როლის გათავისება, ვისწავლეთ პროექტის შეფასება, დავინახეთ, რომ მასწავლებელი უნდა იყოს კარგი ფასილიტატორი, უნდა განსაზღვროს მოსწავლის უნარი და მისი შესაძლებლობები,განვამტკიცე სლაიდზე მუშაობის უნარ- ჩვევები.

воскресенье, 24 апреля 2016 г.

                                          დღიური# 4
საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი, მიუხედავად იმისა, რომ ტრენერი  ყველაფერს ნათლად და გასაგებად ხსნიდა, წინა ტრენინგებისგა განსხვავებით რაღაც საკითხები მაინც მერთულა, მაგრამ იმედია, მომავალში ნათლად გავერკვევი.  დღეს გავეცანით ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს შორის არსებული მსგავსება-განსხვავებას, ასვე საინტერესო იყო მუშაობა შეფასების მეთოდებსა და შეფასების დროის სქემებზე, რომლებიც დამეხმრება პროექტის სრულყოფაში.